Saturday, December 17, 2011

პროექტი



პროექტი

от manana1Khetcuriani — изменено 2011-12-16 10:03 Share
პროექტი მათემატიკაში

OT manana khetcuriani— изменено 2011-07-09 12:55 Share   // Tweet   1.       პროექტის სახელწოდება: ჩემი რაიონი
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მიგრაცია(სოფლის სატკივარი)
3.       პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურა იმით, რომ მოსწავლეები განიმტკიცებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდებს, შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარებს, იპოვნიან ინფორმაციის  მოპოვების  გზებს.შეაგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს.
4.       პროექტის მიზნები: სტატისტიკურ  მონაცემებზე დაყრდნობით მოსწავლეები დაეუფლებიან ცხრილებისა და დიაგრამების შედგენის უნარ–ჩვევებს. გაიაზრებენ დაგროვილი სიხშირის და ფარდობითი სიხშირის არსს. ისწავლიან წერტილოვანი, სვეტოვანი და ფოთლებიანი ღეროების მსგავსი დიაგრამების  აგებას.  დაეუფლებიან  მონაცემების  წარმოდგენის  ყველა  ხერხს. წარმოადგენ შემაჯამებელ  რიცხვით  მახასიათებლებს:  საშუალოს,  მოდას,  მედიანას,  დიაპაზონს  და  სტანდარტულ  გადახრას.
5.       სამიზნე  ჯგუფი:  მე–11–ე  კლასი
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   არქივებიდან  მოიძიებენ ინფორმაციას რაიონის  რამოდენიმე  სოფლის  მოსახლეობისა და ფართობის შესახებ  50 წლის წინანდელს  და   შეადარებენ მათ ახალ  სტატისტიკურ  მონაცემებს.   განივითარებენ   დაკვირვების,  მსჯელობისა  და  კვლევის   უნარებს.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ჩანაწერების  წიგნი,   კომპიუტერი,
9.       პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ირჩევენ თემას დამოუკიდებლად, იყოფიან ჯგუფებად.პირველი ჯგუფი იძიებს მასალას რეგიონის ფართობის შესახებ, მეორე–მოსახლეობის შესახებ.მოძიებული ინფორმაციით აგებენ ცხრილებს და სვეტოვან დიაგრამებს. აწყობენ ექსკურსიას რეგიონის ისტორიული ძეგლების უკეთ გასაცნობად, ადგენენ მარშრუტის რუკას. ინტერნეტში მოძიებული და გადაღებული ფოტოებით აწყობენ გამოფენას. აკეთებენ პრეზენტაციას.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ისტ.
11.   პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მანანა  ხეცურიანი
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: manana1Khetcuriani@gmail.com

პროექტი

English
Creative Commons License

No comments:

Post a Comment