Saturday, December 17, 2011

გაკვეთილის გეგმა

Activity

ვექტორები

от manana1Khetcuriani — изменено 2011-12-14 10:14 Share
გაკვეთილის თემა                      
ვექტორი
სწავლების საფეხური
და კლასი
მე–3 საფეხური. მე–11–ე კლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა
8.
არ არის ინკლუზიური  საჭიროების  მქონე ბავშვი.
გაკვეთილის აქტუალობა\მნიშვნელობა
მოსწავლეებმა  წარმოდგენა იქონიონ ვექტორულ სიდიდეებზე,
სკალარულ სიდიდეებზე და შესძლონ მათი განსხვავება,  ვექტორების
გამოყენებით  ამოხსნან  გეომეტრიული  ამოცანები  და ფიზიკაში  გამოიყენონ  სიჩქარეებზე, აჩქარებასა და  ძალების  გამოთვლასთან  დაკავშირებულ ამოცანების  ამოხსნისას.
  


   
გაკვეთილის სასწავლო
მიზნები  და  მისაღწევი
შედეგები. (
გეგმის  მიხედვით)

ვექტორის ცნების ათვისება და სხვადასხვა სიდიდეებს შორის
ვექტორული სიდიდეების გამორჩევის უნარის გამომუშავება.
ვეცნობით ვექტორულ სიდიდეებს და მათ გამოსახვას მიმართული მონაკვეთის საშუალებით.
     ვსაზღვრავთ ნულოვან ვექტორს–„მიმართულ  მონაკვეთს“,
რომლის სათავე ბოლოს ემთხვევა.
p→= q         ტოლობა  ნიშნავს;   1. |p|=|q|   2.  P=q
 ეროვნული გეგმა
მოსწავლეები  შესძლებენ:ვექტორის ცნების ჩამოყალიბებას, ვექტორული და სკალარული სიდიდეების განსხვავებას ვექტორის სიგრძის(მოდულის) გამოთვლას   ,შესძლებენ  ნულოვანი ვექტორის განსაზღვრას, ორი არა ნულოვანი ვექტორის თანამიმართულებისა და ტოლობის პირობის ჩამოყალიბებას .  დასაბუთებას იმისა, რომ სიბრტყის ყოველ წერტილზე  მოც. ვექტორის  პარალელური  და  ტოლი  მხოლოდ  ერთი  ვექტორის  მოდება  შეიძლება.
წინასწარი ცოდნა
მონაკვეთი, სიბრტყე, გეოგრაფ,იული მიმართულებები (აღმოს, დას, ჩრდ, სამხ) კორდინატთა სიბრტყე,პითაგორას თეორემა.  პარალელოგრამი.



 

რესურსი

სასწავლო ნივთები:რვეული,პასტა,ფანქარი,კალამი,დაფა ცარცი ,კომპიუტერი,საოფისე პროგრამები, მე–11 კლ. მათემატიკა გვ. 98–100 (გოგიშვილი,ვეფხვაძე,.......)

გაკვეთილის მსვლელობა
|საკლასო მენეჯმენტი|
1.კლასის ორგანიზება |2წთ.|
       ვაფიქსირებ კლასში დასწრებას,ვაცნობ ახალი გაკვეთილის თემას და შეფასების კრიტერიუმებს.
2.გამოწვევა (5 წთ)
     ვიწყებთ  დავალებაში მიცემული ამოუხსნელი ამოცანებზე მსჯელობით. მოწავლეები ერთმანეთს უზიარებენ  თავიანთ ცოდნას.
3. გინივრული იერიში (10 წთ)
   ვსვამ  შეკითხვებს
·         რამდენი თვეა წელიწადში
·         რამდენი გრადუსია მართი კუთხე
·         რას გვიჩვენებს კომპასი
   როგორ უნდა გადავადგილდეთ  ფეხბურტის  მოედნის ცენტრიდან,რომ აღმოვჩნდეთ კუთხურ ალამთან.
4. მინი  ლექცია (10 წთ)
   კითხვებზე  გაცემული  პასუხების შესაბამისად  ვაცნობ  მოსწავლეებს:
·         .ვექტორულ და სკალარულ სიდიდეებს, მათ შორის მსგავსებას და  განსხვავაებას.
·         ვექტორის სიგრძეს(მოდულს)
·         ნულოვანი ვექტორის ცნებას.
·         ტოლ თანამიმართულ  არანულოვან ვექტორებს.
·         სიბრტყის ყოველ  წერტილზე მოდებული ვექტორის ერთადერთობას.
5.ინდივიდუალური მუშაობა (15 წთ)
ვავალებ ჯგუფებში ვექტორების მოდულის გამოთვლას    (ტესტებს         ვარიგებ ფურცლებზე დაწერილს ვარიანტებად) ტესტებზე პასუხის  გაცემისას ვახდენ ტესტების გაცვლას. 5წთ–ის შემდეგ ხდება მსჯელობა პასუხის  დასადგენად. ვხსნით კლასში 21, 22,23–ე ამოცანებს.
6.საშინაო დავალება (2 წთ)
გვ. 101,  N 8–19.



გაკვეთილის გეგმა
Creative Commons License

1 comment:

  1. youtube.com | Videoodl
    YouTube.com is a video platform for the most best youtube to mp3 converter trusted and trustworthy source for online and mobile sports betting. Find out how we make money  Rating: 0.8 · ‎1,717 votes

    ReplyDelete