Saturday, December 17, 2011

პროექტი



პროექტი

от manana1Khetcuriani — изменено 2011-12-16 10:03 Share
პროექტი მათემატიკაში

OT manana khetcuriani— изменено 2011-07-09 12:55 Share   // Tweet   1.       პროექტის სახელწოდება: ჩემი რაიონი
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მიგრაცია(სოფლის სატკივარი)
3.       პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურა იმით, რომ მოსწავლეები განიმტკიცებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდებს, შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარებს, იპოვნიან ინფორმაციის  მოპოვების  გზებს.შეაგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს.
4.       პროექტის მიზნები: სტატისტიკურ  მონაცემებზე დაყრდნობით მოსწავლეები დაეუფლებიან ცხრილებისა და დიაგრამების შედგენის უნარ–ჩვევებს. გაიაზრებენ დაგროვილი სიხშირის და ფარდობითი სიხშირის არსს. ისწავლიან წერტილოვანი, სვეტოვანი და ფოთლებიანი ღეროების მსგავსი დიაგრამების  აგებას.  დაეუფლებიან  მონაცემების  წარმოდგენის  ყველა  ხერხს. წარმოადგენ შემაჯამებელ  რიცხვით  მახასიათებლებს:  საშუალოს,  მოდას,  მედიანას,  დიაპაზონს  და  სტანდარტულ  გადახრას.
5.       სამიზნე  ჯგუფი:  მე–11–ე  კლასი
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   არქივებიდან  მოიძიებენ ინფორმაციას რაიონის  რამოდენიმე  სოფლის  მოსახლეობისა და ფართობის შესახებ  50 წლის წინანდელს  და   შეადარებენ მათ ახალ  სტატისტიკურ  მონაცემებს.   განივითარებენ   დაკვირვების,  მსჯელობისა  და  კვლევის   უნარებს.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ჩანაწერების  წიგნი,   კომპიუტერი,
9.       პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ირჩევენ თემას დამოუკიდებლად, იყოფიან ჯგუფებად.პირველი ჯგუფი იძიებს მასალას რეგიონის ფართობის შესახებ, მეორე–მოსახლეობის შესახებ.მოძიებული ინფორმაციით აგებენ ცხრილებს და სვეტოვან დიაგრამებს. აწყობენ ექსკურსიას რეგიონის ისტორიული ძეგლების უკეთ გასაცნობად, ადგენენ მარშრუტის რუკას. ინტერნეტში მოძიებული და გადაღებული ფოტოებით აწყობენ გამოფენას. აკეთებენ პრეზენტაციას.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ისტ.
11.   პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მანანა  ხეცურიანი
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: manana1Khetcuriani@gmail.com

პროექტი

English
Creative Commons License

შეფასების რუბრიკა

Activity

შეფასების რუბრიკა

от manana1Khetcuriani — изменено 2011-12-15 14:01 Share
1–4   ვერ  განასხვავებს ვექტორულ და სკალარულ სიდიდბს, ვერ  საზღვრავს  ვექტორის მოდულს, ვერ იხსენებს  პითაგორას  თეორემას, ვერ  განსაზღვრავს  თანამიმართულ  ვექტორებს ვერ ხსნის  მარტივ  ტესტებს.  უჭირს  მეწყვილეებთან  თანამშრომლობა,  ვერ მუშაობს  კომპიუტერთან.    
5–6     უჭირს  ვექტორის  განსაზღვრა  და  ვექტორული  სიდიდეების  გარჩევა  სკალარულისაგან. უჭირს  ვექტორის  მოდულის  გამოთვლა  პითაგორას  თეორემით. უჭირს  თანამიმართული  და  ნულივანი  ვექტორების    
7–8     იცის  და  განასხვავებს  ვექტორულ  სიდიდეებს  სკალარულისაგან,  პითაგორას   თეორემის  გამოყენებით  პოულობს  ვექტორის  სიგრძეს. განსაზღვრავს  თანამიმართულ  და ნულოვან  ვექტორებს.  არ  უჭირს  ტესტების  ამოხსნა. პოულობს  ამოცანის  ამოხსნის  საჭირო  გზას. თანამშრომლიბს  მეწყვილეებთან. შეუძლია  კომპიუტერთან  მუშაობა.    
9–10     იცის  ვექტორების  შესახებ  ყველა  დებულება  და  განსაზღვრება.სწორად  იყენებს  თეორიულ  ცოდნას  ტესტებისა  და  ამოცანების  ამოხსნის  დროს. ხსნის  სტანდარტულ  და  არასტანდარტულ  ამოცანებს.გამოირჩევა  კომუნოკაბელურობით.დამოუკიდებლად  მუშაობს  კომპიუტერთან. 

გაკვეთილის გეგმა

Activity

ვექტორები

от manana1Khetcuriani — изменено 2011-12-14 10:14 Share
გაკვეთილის თემა                      
ვექტორი
სწავლების საფეხური
და კლასი
მე–3 საფეხური. მე–11–ე კლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა
8.
არ არის ინკლუზიური  საჭიროების  მქონე ბავშვი.
გაკვეთილის აქტუალობა\მნიშვნელობა
მოსწავლეებმა  წარმოდგენა იქონიონ ვექტორულ სიდიდეებზე,
სკალარულ სიდიდეებზე და შესძლონ მათი განსხვავება,  ვექტორების
გამოყენებით  ამოხსნან  გეომეტრიული  ამოცანები  და ფიზიკაში  გამოიყენონ  სიჩქარეებზე, აჩქარებასა და  ძალების  გამოთვლასთან  დაკავშირებულ ამოცანების  ამოხსნისას.
  


   
გაკვეთილის სასწავლო
მიზნები  და  მისაღწევი
შედეგები. (
გეგმის  მიხედვით)

ვექტორის ცნების ათვისება და სხვადასხვა სიდიდეებს შორის
ვექტორული სიდიდეების გამორჩევის უნარის გამომუშავება.
ვეცნობით ვექტორულ სიდიდეებს და მათ გამოსახვას მიმართული მონაკვეთის საშუალებით.
     ვსაზღვრავთ ნულოვან ვექტორს–„მიმართულ  მონაკვეთს“,
რომლის სათავე ბოლოს ემთხვევა.
p→= q         ტოლობა  ნიშნავს;   1. |p|=|q|   2.  P=q
 ეროვნული გეგმა
მოსწავლეები  შესძლებენ:ვექტორის ცნების ჩამოყალიბებას, ვექტორული და სკალარული სიდიდეების განსხვავებას ვექტორის სიგრძის(მოდულის) გამოთვლას   ,შესძლებენ  ნულოვანი ვექტორის განსაზღვრას, ორი არა ნულოვანი ვექტორის თანამიმართულებისა და ტოლობის პირობის ჩამოყალიბებას .  დასაბუთებას იმისა, რომ სიბრტყის ყოველ წერტილზე  მოც. ვექტორის  პარალელური  და  ტოლი  მხოლოდ  ერთი  ვექტორის  მოდება  შეიძლება.
წინასწარი ცოდნა
მონაკვეთი, სიბრტყე, გეოგრაფ,იული მიმართულებები (აღმოს, დას, ჩრდ, სამხ) კორდინატთა სიბრტყე,პითაგორას თეორემა.  პარალელოგრამი.



 

რესურსი

სასწავლო ნივთები:რვეული,პასტა,ფანქარი,კალამი,დაფა ცარცი ,კომპიუტერი,საოფისე პროგრამები, მე–11 კლ. მათემატიკა გვ. 98–100 (გოგიშვილი,ვეფხვაძე,.......)

გაკვეთილის მსვლელობა
|საკლასო მენეჯმენტი|
1.კლასის ორგანიზება |2წთ.|
       ვაფიქსირებ კლასში დასწრებას,ვაცნობ ახალი გაკვეთილის თემას და შეფასების კრიტერიუმებს.
2.გამოწვევა (5 წთ)
     ვიწყებთ  დავალებაში მიცემული ამოუხსნელი ამოცანებზე მსჯელობით. მოწავლეები ერთმანეთს უზიარებენ  თავიანთ ცოდნას.
3. გინივრული იერიში (10 წთ)
   ვსვამ  შეკითხვებს
·         რამდენი თვეა წელიწადში
·         რამდენი გრადუსია მართი კუთხე
·         რას გვიჩვენებს კომპასი
   როგორ უნდა გადავადგილდეთ  ფეხბურტის  მოედნის ცენტრიდან,რომ აღმოვჩნდეთ კუთხურ ალამთან.
4. მინი  ლექცია (10 წთ)
   კითხვებზე  გაცემული  პასუხების შესაბამისად  ვაცნობ  მოსწავლეებს:
·         .ვექტორულ და სკალარულ სიდიდეებს, მათ შორის მსგავსებას და  განსხვავაებას.
·         ვექტორის სიგრძეს(მოდულს)
·         ნულოვანი ვექტორის ცნებას.
·         ტოლ თანამიმართულ  არანულოვან ვექტორებს.
·         სიბრტყის ყოველ  წერტილზე მოდებული ვექტორის ერთადერთობას.
5.ინდივიდუალური მუშაობა (15 წთ)
ვავალებ ჯგუფებში ვექტორების მოდულის გამოთვლას    (ტესტებს         ვარიგებ ფურცლებზე დაწერილს ვარიანტებად) ტესტებზე პასუხის  გაცემისას ვახდენ ტესტების გაცვლას. 5წთ–ის შემდეგ ხდება მსჯელობა პასუხის  დასადგენად. ვხსნით კლასში 21, 22,23–ე ამოცანებს.
6.საშინაო დავალება (2 წთ)
გვ. 101,  N 8–19.



გაკვეთილის გეგმა
Creative Commons License